Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახობაძე: ვითხოვ იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრას, თუ არადა შიმშილობას დავიწყებ

26 თებერვალი, 2019 13:36

თამაზ ახობაძე, რომელმაც იუსტიციის სამინისტროს უზენაეს სასამართლოში დავა ორჯერ მოუგო, ხვალ უწყებაში 14:00 საათზე მისვლას გეგმავს. ის მინისტრის მოადგილეთან მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრას ითხოვს, რათა მისი საქმის აღსრულებაზე ინფორმაცია მიიღოს.

სასამართლოს გადწყვეტილებით ახობაძეს სამინისტრომ უნდა აუნაზღაუროს განაცდური და აღადგინოს სამუშაო პოზიციაზე. თუმცა უწყება გადაწყვეტილებას არ ასრულებს. ამიტომ, თუ მინისტრის მოადგილე არ შეხვდება, ხვალიდან ახობაძე შიმშილობის დაწყებას აპირებს.

„ხვალ მივდივარ იუსტიციის სამინისტროში და ამ ეტაპზე მაქვს მხოლოდ ერთი მოთხოვნა, რომ შემხვდეს მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე. ის არის დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს კურატორი. მინდა მისგან მოვისმინო კონკრეტული პასუხი, რატომ არ ასრულებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას და რას აკეთებენ მისი აღსრულებისთვის. ამ ეტპაზე ჩემი საქმე არის ჰაერში - არც აღასრულებენ და არც იმას ამბობენ ოფიციალურად, რომ არ ვაპირებთ აღსრულებასო.

ხვალ მივდივარ ამისთვის, რომ მოვისმინო ეს პასუხები. თუ არ შემხვდება მიხეილ სარჯველაძე, ან შემხვდება და ახალს არაფერს არ მეტყვის ამ საკითხზე, ერთადერთი რაც დამრჩება არის ის, რომ მივიღო ის რადიკალური ზომა, რომელიც მეც არ მომწონს. თუ სხვა არაფერი დამიტოვეს, დავიწყებ შიმშილობას იუსტიციის სამინისტროს წინ“, - უთხრა „ლიბერალს“ თამაზ ახობაძემ.

თამაზ ახობაძე, ანა სუბელიანთან ერთად დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მათი თქმით, გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული იყო და სასამართლოში იჩივლეს. ახობაძემ და სუბელიანმა საქმე მოიგეს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში, უზენაესმა სასამართლომ კი იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის განაცდურის სრულად ანაზღაურება და  სამსახურში აღდგენა დაავალა.

იუსტიციის სმაინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ისინი სამსახურში არ აღადგინა. მოგვიანებით უწყებამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა იმ საბაბით, რომ პოზიციაზე, რომელსაც ახობაძე იკავებდა, სხვა პირი დანიშნეს, ის კი საქმის განხილვაში ჩართული უნდა ყოფილიყო. ამის მიუხედავად, 2018 წლის 23 ივლისს თამაზ ახობაძემ სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში სამინისტროს დავა კიდევ ერთხელ მოუგო.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, დანაშაულის პრევენციის ცენტრს ახობაძე სამსახურში ამ დრომდე არ აღუდგენია. როგორც თავად ამბობს, უწყებამ მორიგება შესთავაზა, მაგრამ მხოლოდ განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, მისი ცენტრში აღდგენა კი არ სურთ. ამიტომ თამაზ ახობაძე სასამართლსო გადაწყვეტილების აღსრულებას და თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^