Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხაზარაძეს კომიტეტზე გამოსვლის საშუალება არ მისცეს - „ქართულმა ოცნებამ" სხდომა ჩაშალა

26 თებერვალი, 2019 13:53

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ოპოზიციას „თიბისი ბანკის“ საკითხზე ეროვნული ბანკის პრეზიდნეტ კობა გვენეტაძესთან „თიბისი ბანკის“ საკითხზე შეკითხვების დასმის საშუალება არ მისცა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, აღნიშნულ საკითხზე შეკითხვებს, კობა გვენეტაძე, როგორც თავად განაცხადა, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე, პასუხს ვერ გასცემს. „ნახევრად გაცემულ პასუხებს აზრი არ აქვს", - აცხადებდა რომან კაკულია.

ოპოზიციამ პროტესტი გამოთქვა და განაცხადა, რომ პროკურატურამ და ეროვნულმა ბანკმა ისედაც გაასაჯაროვა ყველაფერი „თიბისი ბანკის“ შესახებ და მათმა ქმედებამ ბანკი უკვე აზარალა, რადგან 200 მილიონი დოლარის ზარალი უკვე მიიღო.

კომიტეტის სხდომაზე შემდეგი საკითხი თავად მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მოსმენა იყო, თუმცა სხდომის წამყვანმა რომან კაკულიამ სხდომა შეწყვიტა.

სხდომიდან გამოსულმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. 

ოპოზიციის შეფასებით, რომან კაკულიამ ბიძინა ივანიშვილის მითითებით მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^