კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც მიწვეულები იყვნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ის იყო მისული იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ეთქვა სიმართლე, თუმცა არ მოუსმინეს და სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს.
მისივე თქმით, ის და მისი პარტნიორი უმრავლესობამ და უმცირესობამ ერთობლივად მიიწვია და რომ არა ერთობლივი მიწვევა, ის თავს აარიდებდა პარლამენტში მისვლას.
„ეს ერთობლივი რომ არ ყოფილიყო, მოვერიდებოდით მისვლას. ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ და ვართ ბიზნესმენები, პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის არ გვჭირდება არც ერთი ტრიბუნა. მოვედით სიმართლის სათქმელად. არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ აქ გახმაურდებოდა ინფორმაცია, რაც საზიანო იქნებოდა საფინანსო სექტორისთვის. ეს საქმე აღარ ეხება მხოლოდ ხაზარაძე, ჯაფარიძეს და ან „თიბისის“, საქართველოს იმიჯი ილახება, ამ მოვლენების გამო. ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი." - განანცხადა მამუკა ხაზარაძემ.