Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თიბისიზე შეტევა ბიძინა ივანიშვილის ინტერესია - დავით ბაქრაძე

26 თებერვალი, 2019 14:33

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ოპოზიციას „თიბისი ბანკის“ საკითხზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთვის „თიბისი ბანკის“ საკითხზე შეკითხვების დასმის საშუალება არ მისცა და სხდომა ჩაიშალა. 

სხდომის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქარაძემ განაცხადა, რომ სხდომის ჩაშლით უმრავლესობა დაფიქსირდა, როგორც პოლიტიკური მხარე „თიბისი ბანკის“ საქმეში. 

„დღევანდელ სხდომაზე ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა ორი რამ, პირველი,  რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ აღმოჩნდა მზად, პასუხები გაეცა კითხვებისთვის და მეორე ამ სხდომის ჩაშლით უმრავლესობა დაფიქსირდა როგორც პოლიტიკური  მხარე. ამ სხდომის ჩაშლით, უმრაველოსობამ აიღო პასუხისმგებლობა „თიბის ბანკის“ საქმეზე და ნათლად გამოაჩინა, რომ „თიბისის საქმე“ ეს არ არის დავა მარეგულირებელსა და ბანკს შორის. ეს არის პოლიტიკური საქმე აქვს მკაფიო პოლიტიკური განზომილება და უმრავსლეობის მთელი ქცევა, მათ  შორის ზეწოლა  და ხდომის ჩაშლა ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს იმაზე, რომ ის არის დაინტერესებული პოლიტიკური მხარე. 

ამ ქვეყანაში არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ორკესტრირება ეროვნული ბანკის, საპარლამენტი უმრავლესობის,  პროკურატურის,  ფინანსური მონიტორინგის სამსახურის,  მთავრობის, ანუ ყველა იმ სახელმწიფო უწყების, რომელიც ჩართულია „თიბისი ბანკის“ საქმეში. ბანკის დამფუძნებლებმა ეს არ განაცხადეს, თუმცა მე ვერ ვხედავ სხვა ვარაუდის საფუძველს, რომ ეს გახლავთ პირადად ბიძინა ივანიშივილი და მისი ინტერესია ეს შეტევა. საზოგადოება ხედავს მართლაც ორკესტრირებულ შეტევას და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთი კაცის პოლიტიკური ნების შემთხვევაში ," - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^