
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთი საუკეთესო კონსტიტუცია შექმნა ევროპაში და პარლამენტარიზმის ისტორია შეცვალა.
„ირაკლი კობახიძე არის ის ადამიანი, რომელმაც, პრაქტიკულად, პარლამენტარიზმის ისტორია შეცვალა. იმიტომ, რომ მან შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო კონსტიტუცია ევროპაში“, - განაცხადა დეპუტატმა „რუსთავი 2-თან“.
მდინარაძის თქმით, „ოცნება“ პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნაში პრობლემას ვერ ხედავს. მისი თქმით, პარლამენტში ისედაც მრავლადაა წარმოდგენილი ოპოზიციური ფრაქციები. „ანალოგიური ოპონირება იქნება, ხშირ შემთხვევაში, ემოციებით გაჯერებული და ამისი ხელისშემშლელი ქმედებების საფუძველი არ გაგვაჩნია“, - თქვა მდინარაძემ.