Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბოდიშს ვუხდი ხაზარაძესა და ჯაფარიძეს, ჩემი ჩანაფიქრი არ იყო სიტყვის არმიცემა - კაკულია

26 თებერვალი, 2019 22:30

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ დღევანდელ კომიტეტზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე იმიტომ არ შედგა, რომ საკუთარ თავზე არ აიღო ბანკზე უარყოფითი გავლენის შესაძლო რისკი. 

„თავიდან მქონდა ისეთი პოზიცია, რომ „რა დაშავდება შეკითხვების დასმით“, მაგრამ კობა გვენეტაძე ამტკიცებდა, რომ არ არის ის მოცემულობა, რომელიც დადებითი ზეგავლენის მომხდენია. შედეგად, მე საკუთარ თავზე უნდა ამეღო რისკი. 

ბოდიშს ვუხდი მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. ჩემი ჩანაფიქრი კი არ იყო მათთვის სიტყვის არ მიცემა, უბრალოდ სიტუაცია ასეთნაირად წავიდა. მათ ბოდიშს ვუხდი, თუ დამიჯერებენ, რომ ეს არ იყო მათთვის სიტყვის არმიცემის მცდელობა, უბრალოდ ისეთი კაკაფონია იყო იქ, რომ ეს არ დაემსგავსებოდა არც მათი მხრიდან და არავის მხრიდან საგნობრივ საუბარს იმ თემებზე, რომელზე საუბარიც მათ სურდათ“, - განაცხადა რომან კაკულიამ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^