Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოში ყოველწლიურად 11 ათასი სიკვდილის შემთხვევა დაკავშირებულია ჰაერის ფაქტორთან - გამყრელიძე

27 თებერვალი, 2019 12:39

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფში საჯარო უწყებებს უსმენენ თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რაც ავადობის მთავარი გამომწვევია. მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ გარემოა, კერძოდ ჰაერის დაბინძურების შედეგად გამოწვეული დაავადებები. 

„არაგადამდები დაავადებების გამოწვევის რისკ-ფაქტორებში ერთ-ერთი მთავარი გარემოა. მთლიანად თუ შევხედავთ, ადამიანების ავადობაში/სიკვდილიანობაში ერთ-ერთი წამყვანი არის სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი,  დაახლოებით 50% დაკავშირებულია სწორედ ამ ფაქტორთან, 20-დან 25%-მდე მიზეზებში  გარემოს ფაქტორებია, შემდეგ მოდის გენეტიკური ფაქტორი დაახლოებით 17-18%, და შემდეგ 12-15% ჯადაცვის სიტემის ორგანიზაციის ფაქტორია. ამ ოთხი წამყვანი ფაქტორიდან, სამი მოდიფიცირებადია, ანუ ის შეგვიძლია შევცვალოთ. ჯერჯერობით, არაცვლადია გენეტიკური ფაქტორი. 

ზოგადად, გარემო ფაქტორი არის წამყვანი. გარემოში შედის ჰაერი, წყალი ნიადაგი, ქიმია. მსოფლიოში, გლობალური სტატისტიკით, ყოველწლიურად 58 მლნ ადამიანი კვდება სხვადასხვა დაავადებით. აქედან 8 მლნ სიკვდილის შემთხვევა გამოწვეულია ჰაერით. 

საქართველოს რაც შეეხება, 46-დან 48 ათასამდე ადამიანი კვდება ჩვენთან ყოველწლიურად.  11 ათასი სიკვდილის შემთხვევა ქვეყანაში პირდაპირ ან არაპირდაპირ ჰაერის ფაქტორთანაა დაკავშირებული.  ესაა დაახლოებით 20-21%.  ჰაერის დაბინძურება პირველ რიგში იწვევს ისეთ დაავადებას, როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი და ა.შ. შემდეგ მოდის კიბო, დიაბეტი, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^