პაკისტანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქაშმირის რეგიონში ორი ინდური სამხედრო ხომალდი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი მათგანი პაკისტანის კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩავარდა და 2 პილოტი დააკავეს.
ინდოეთის ხომალდებმა პაკისტანზე იერიში ქაშმირში 14 თებერვალს მომხდარი აფეთქების საპასუხოდ მიიტანეს. ქაშმირის ინდოეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას მაშინ 40 ინდოელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
საჰაერო დაპირისპირება კი პირველია 1971 წლის შემდეგ. თუმცა მანამდე ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებს შორის ქაშმირის რეგიონის გამო ომი სამჯერ დაიწყო. ქაშმირის სრული კონტროლი სურს როგორც პაკისტანს, ისე ინდოეთს, მაგრამ ორივე სახელმწიფო მის მხოლოდ ნაწილს ფლობს.