გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა 2019 წლის პირველი საზღვაო ექსპედიცია დაასრულა.
სააგენტოს ინფორმაციით, თევზჭერა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სხვადასხვა უბანზე მიმდინარეობდა, ყველა აქტიურ სიღრმით იარუსზე - თევზსაჭერი ტრალის გამოყენებით. ასევე, განხორციელდა რესურსების ექოსაუნდერით სკანირება. შეგროვდა მასალა და ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მიმდინარე პერიოდის თევზების ბიომრავალფეროვნებისა და მარაგების შესახებ. წარმოებდა დაკვირვება ზღვის ძუძუმწოვრებზე. აღებული მასალისა და სინჯების დამუშავება მარტის ბოლომდე დასრულდება.
„საზღვაო ექსპედიციისას მოპოვებულ იქნა შავი ზღვის ზვიგენის მსხვილი ეგზემპლარი, რომელიც მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ გარემოში იქნა დაბრუნებული", - ნათქვამია ინფორმაციაში.