Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ორი პარლამენტარი ზოგადი განათლების მიზნებიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას მოითხოვს

27 თებერვალი, 2019 18:09

პარლამენტარი ნუკრი ქანთარია და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი ზოგადი განათლების მიზნების დოკუმენტიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას მოითხოვენ.

კონკრეტულად დეპუტატები ცვლილებებს მოითხოვენ ზოგადი განათლების მიზნების ჩამონათვალში იმ მუხლში, სადაც სიტყა „ლიბერალურია" ნახსენები. 

მოქმედი რედაქციით, აღნიშნული ჩანაწერი ასე გამოიყურება - „მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ- ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა“.

დეპუტატები კი პარლამენტს სთავაზობენ ასეთ ვერსიას - „ბ) მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება“;

დასაბუთებაში წერია, რომ ამ ცვლილებებით, ზოგადი განათლების შესახებ მიზნები „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის სულისკვეთებასა და მოთხოვნებთან მოვა თანხვედრაში. 

განმარტებითი ბარათი სრულად იხილეთ ამ ბმულზე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^