Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უკან დახევას არ ვაპირებ - თამაზ ახობაძე იუსტიციის სამინისტროს წინ შიმშილობას აგრძელებს

28 თებერვალი, 2019 13:49

თამაზ ახობაძე, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას სთხოვს, იუსტიციის სამინისტროს წინ შიმშილობას აგრძელებს. 

შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება მან გუშინ, მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. ახობაძე ამბობს, რომ სამინისტრო უარს ამბობს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რომლის მიხედვითაც, სამინისტროს დაევალა მისთვის განაცდურის ანაზღაურება და სამსახურში აღდგენა. ასევე, სამინისტრო არ სთანხმდება პირობებს, რომელსაც თამაზ ახობაძე უწყებას მორიგების ეტაპზე სთავაზობდა. 

„შეხვედრა იყო კონსტრუქციული და დიალოგის რეჟიმში. მე ჩემი პირობები დავასახელე. მინდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება - აღდგენა და განაცდური და ვუთხარი, რომ თუ მაინც და მაინც აღდგენა იმ კონკრეტულ პოზიციაზე ვერ ხერხდება, მაშინ სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი განეხილათ. ეს არის:

ტოლფას პოზიციაზე აღდგენა:

განაცდურს დამატებული, ვერაღდგენის გამო, კომპენსაცია;

ან განაცდური და ბოდიში ოფიციალურად, რომ ჩემი უფლებები დაირღვა და ვერ მოხდა ბოლომდე აღდგენა.

სამივეზე ჰქონდა პასუხი, რომ შეუძლებელია.  მან შემომთავაზა პირობა, რომ მომცემენ განცდურის ოდენობის კომპენსაციას იმ პირობით, რომ აღდგენაზე უარს ვიტყვი მორიგების პერიოდში. ეს ჩემთვის მიუღებელია.

ეს ჩემი აქცია დააფიქრებს სამინისტროს, რომ უკან დახევას არ ვაპირებ. 5 წელი ვიცავდი ჩემს უფლებებს. ასევე მოლოდინი მაქვს, რომ სამინისტროს შეახსენებენ, სასამრთლოს გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობას. ველოდები შედეგს და არ ვაპირებ წასვლას კონკრეტული შედეგის გარეშე." - ამბობს თამაზ ახობაძე. 

მისივე თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ის მიმართავს თბილისის მერიას და ითხოვს ბიოტუალეტის მიტანას იუსტიციის სამინისტროს წინ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^