ფოტო: თორნიკე შევარდნაძე
უზენაესმა სასამართლომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელის გოდერძი თევზაძის წინააღმდეგ საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო, - ამის შესახებ „ლიბერალს" უზენაეს სასამართლოში განუცხადეს.
შედეგად, ძალაში დარჩა საალეპაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც გოდერძი თევზაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
2016 წლის 7 აგვისტოს 22 წლის დემურ სტურუამ თავი ჩამოიხრჩო. მან დატოვა წერილი, სადაც ის წერდა, რომ თავი პოლიციელ გოდერძი თევზაძის ზეწოლის გამო მოიკლა.