თბილისის მერიამ მახათას მთაზე ეკლესიის გარშემოსავლელის კეთილმოწყობის სამუშაოების შესასყიდლად ტენდერს აცხადებს.
მერიამ ტენდერი ტაძრის გარშემოსავლელის ასაშენებლად გამოაცხადა. მომსახურების შესყიდვა გამარტივებული წესით იგეგმება, აუქციონის გარეშე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 906 000 ლარია.
ტენდერი 25 თებერვალს გამოცხადდა და წინადადების მიღების ვადა 18 მარტს სრულდება.