Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პერსონალური მონაცემების პირადი მიზნით გამოყენებისთვის შსს-ს 1 თანამშრომელი გაათავისუფლეს

01 მარტი, 2019 12:36

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში სხვა საკითხებთან ერთად შსს-ს შექმნილი ცენტრალური საინფორმაციო ბანკის არამიზნობრივ გამოყენებასაც ეხება. ანგარიშის მიხედვით, გამოვლინდა ამ მონაცემების არასამსახურებრივი მიზნით დამუშავების ცალკეული შემთხვევები, რასაც შსს-ს ერთ-ერთი თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა.

„საანგარიშო პერიოდში მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე ინსპექტორმა შეისწავლა მონაცემებზე წვდომის კანონიერების რამდენიმე შემთხვევა და შედეგად, გამოავლინა არასამსახურებრივი მიზნით წვდომისა და კანონით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე მონაცემთა დამუშავების ცალკეული შემთხვევები.

ინსპექტორის მიმართვის საფუძველზე სამსახურებრივი მოკვლევის შედეგად სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში არსებული მონაცემები გადაამოწმა არასამსახურებრივი მიზნით, რაც მკაცრ დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნიეს და თანამშრომელი  სამსახურიდან გათავისუფლდა “, - ნათქვამია ანგარიშში.

ცენტრალური საინფორმაციო ბანკი შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ეფექტიანად შესრულებისთვის შექმნა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიხედვით, აქ თავმოყრილია მოცულობითი, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის, მონაცემები. სამინისტროს თანამშრომლებს მონაცემების მოპოვება, დამუშავება და გავრცელება არასამსახურებრივი მიზნებისთვის ეკრძალებათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^