თამარ გაბუნია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტოროებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მოადგილედ დაინიშნა.
გაბუნია ბოლო წლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტებში მონაწილეობდა და სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა, მათ შორის ფილიპინებში, კამბოჯაში, ვიეტნამში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში, ყაზახეთსა და უკრაინაში.
2011-2016 წლებში იყო საქართველოში USAID-ის ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის დირექტორი.
დავით სერგეენკოს სულ ექვსი მოადგილე ჰყავს – ზაზა ბოხუა, გიორგი წოწკოლაური, თამილა ბარკალაია, გრიგოლ გიორგაძე, მამუკა ცოტნიაშვილი და თამარ გაბუნია.