Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამინისტრომ კომპანიას შავ არაგვზე ჰესის აშენებაზე უარი უთხრა

01 მარტი, 2019 17:08

კომპანია „სოლო ენერჯის”, რომელიც მდინარე არაგვზე ჰესის აშენებას გეგმავდა, გარემოს დაცვის სამინისტრომ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე უარი უთხრა.

გუდამაყრის ხეობაში შპს „სოლო ენერჯის“ მიერ მდინარე შავ არაგვზე და მდინარე ბაკურხევზე 8.35 მეგავატი სიმძლავრის ჰესების -  „შავი არაგვი“ და „შავი არაგვი 1-ის“ მშენებლობა იგეგმებოდა. პროექტის მიხედვით მდ. შავი არაგვი და მდ. ბაკურხევის ნაწილი მილებში უნდა მოექცეულიყო.

როგორც მინისტრ ლევან დავითაშვილის ბრძანებაში უარის თქმის საფუძვლებში ვკითხულობთ, სკოპინგის ანგარიშში ჰესის ალტერნატივების განხილვის დროს არ იყო შესწავლილი და შეფასებული მისი განთავსებისთვის გარემოსდაცვითი კუთხით ყველაზე ოპტიმალური ტერიტორია და მისი განთავსება დაიგეგმა გეგმარებითი დაცული ტერიტორიების საზღვრებში ისე, რომ შეფასების საწყის ეტაპზე არ იქნა განხილული გარემოსდაცვითი თვალსაზრისით შესაბამისი ალტერნატივები და არ შეფასდა გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების რისკები, განსაკუთრებით გეგმარებით დაცულ ტერიტორიაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ზეგავლენის ასპექტები. რაც მიუთითებს იმაზე, რომ პროექტის დაგეგმვის საწყის ეტაპზე განსაკუთრებული აქცენტები არ გაკეთდა ბიომრავალფეროვნებისა და წყლის რესურსების შეფასებაზე, ეს კი ნიშნავს რომ პროექტის განხორციელება დაგეგმილია გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ასპექტების შეფასების/შესწავლის გარეშე.

„სკოპინგის ანგარიშში მითითებულია, რომ ექსპლუატაციის ეტაპზე მდინარის საპროექტო მონაკვეთში წყლის ხარჯი შემცირდება. შესაბამისად შეიზღუდება მოსახლეობის მიერ წყლის რესურსებით სარგებლობა. მოსახლეობის ინფორმაციით, იშვიათ შემთხვევებში ასევე ხდება მდინარის წყლის გამოყენება სარწყავი დანიშნულებით. ამასთან შესაძლოა შეიზღუდოს მდინარის გამოყენება რეკრეაციული დანიშნულებით, „თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე ასეთი სახის ზემოქმედებაც არ იქნება მნიშვნელოვანი”. გაურკვეველია, რას ეფუძნება აღნიშნული მსჯელობა, რადგან წარმოდგენილ დოკუმენტში არ არის განხილული ზემოთ მოცემული არც ერთი საკითხი, აგრეთვე, არ არის მოცემული, პროექტის განხორციელების შემთხვევაში რა სახის ღონისძიებები იგეგმება ზემოთ აღნიშნული პრობლემის გადაჭრისთვის", - ვკითხულობთ ბრძანებაში.

ბრძანებაში ასევე წერია, რომ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით გაიმართა დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის ხეობის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის შეხვედრა. შეხვედრის ოქმი და განცხადება, რომლებშიც დაფიქსირებულია მოსახლეობის პროტესტი პროექტთან დაკავშირებით, გამოგზავნილ იქნა სამინისტროში. მოსახლეობის განცხადებისა და კრების ოქმის თანახმად, გუდამაყრის მოსახლეობის უმრავალესობა უარყოფითადაა განწყობილი პროექტის მიმართ და ითხოვს მის შეჩერებას.

ახლა ხომ დაისვენებთ ყველა - ინვესტორის რეაქცია ჰესის აშენებაზე უარის შემდეგ

გუდამაყარი პროტესტისთვის ემზადება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^