
თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო 4 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ქუჩების ნაწილს.
- ნაძალადევის რაიონი
10-დან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ურიდიას, ქებურიას, სტურუას, ასათიანის, ცოტნე დადიანის, მახალდიანის, კიკნაძის, მიქატაძის, ჩხიკვაძისა და მანჯგალაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
- საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11-დან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ოჟიოს, 26 მაისისა და მიროტაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
- ისნის რაიონი
11-დან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და კვაჭანტირაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
- დიდუბის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10-დან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) და დიღმის მასივის III კვარატლის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
12-დან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) და დიღმის მასივის III კვარტალის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.