მმართველი გუნდის ყოფილმა წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა დახურულ ჩატზე, სადაც უმრავლესობის წევრები იყვნენ გაერთიანებულნი. კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ჩატში მოდიოდა მოკლეტექსტური შეტყობინებები, რომელთა ავტორის ვინაობა მისთვის უცნობია. მისი განმარტებით ჩატს ჰქვია „კონკრეტული სახელი, არა ფიზიკური პირის.“
“ჩვენთან ეს პრაქტიკა დაინერგა 2016 წლიდან, ამ პარლამენტში. ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა იმაზე ჩიოდა, რომ პრაქტიკულად, ჩვენ ერთმანეთს არ ვესაუბრებით ლაივში. ფრაქციის სხდომა საერთოდ არ მახსოვს, როდის ჩატარდა. უმრავლესობის სხდომები ტარდებოდა ხოლმე, როცა უკიდურესი აუცილებლობა იყო. სხვა მხრივ, ძირითადად, მესიჯები მოდიოდა და დღემდე არ ვიცი, ვინ წერს ამ მესიჯებს”,- განაცხადა კვაჭანტირაძემ.
ზვიად კვაჭანტირაძემ 27 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია დატოვა.