Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქორეპისკოპოსი იაკობი მამალაძეზე: სასულიერო პირი არ უნდა იხვეწებოდეს, ციხიდან გამიშვიო

02 მარტი, 2019 23:17

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი „რუსთავი 2-სთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ  გიორგი მამალაძის მიერ მღვდელმთავრებისთვის გაგზავნილი წერილი კონკრეტულ ფაქტებს არ შეიცავს.

“ეს ახალი წერილი არ არის. თუ ვინმე ამბობს არ ვიცი, რა წერია წერილშიო, იტყუებიან. როდესაც ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა წაგვიკითხა, იქვე დაიბადა აზრი, რომ ასეთი ადამიანი არ შეიძლება, სასულიერო პირი იყოსო. ერთია წერ, მაგრამ... მახარებელი ხომ არ არის, ხომ უნდა დაამტკიცო რასაც წერს, ყველაფერი დაუჯერო? შანტაჟია ჩვეულებრივი, თუ არ გამომიშვებენ, რაღაცები მაქვს და გამოვაქვეყნებ, გამოაქვეყნოს რაც უნდა”, – აცხადებს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი.

“არანაირი ფაქტები წერილში არ ყოფილა - ეს არის ჩვეულებრივი აგათა კრისტი. მართლა რომ სერიოზული კომპრომატები იყოს, აქამდე ხომ გამოიყენებდა? რომელ კომპრომატზეა ლაპარაკი? შეშინებული კაცია ციხეში. სასულიერო პირი არ უნდა იხვეწებოდეს, ციხიდან გამიშვიო. ზოგიერთი სასულიერო პირი მაგას მოწამეს უწოდებს. ჰოდა, თუ მოწამეა და აღმსარებელი, მაგის ჯვარს ტოვებს და გარბის? თუ შენდობას ითხოვს, ჩვენ გაგებით მოვეკიდებით, თუ მუქარით ილაპარაკა, გამოაქვეყნოს”, – აცხადებს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^