Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქუთაისში ჰესების წინააღმდეგ საერთო შეკრება გაიმართა

03 მარტი, 2019 20:05

დღეს, 3 მარტს ქუთაისში ჰესების წინააღმდეგ საინიციატივო ჯგუფებისა და მოძრაობების საერთო შეკრება გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მონაწილეები ზემო და ქვემო სვანეთიდან, პანკისიდან, რაჭიდან, გუდამაყრიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან, ჯამში 8 რეგიონიდან.

როგორც „ლიბერალთან" საუბრისას შეხვედრის მონაწილე, აქტივისტი ხატია მაღლაფერიძე ამბობს, შეკრებაზე ისაუბრეს თუ როგორი სამოქმედო გეგმით გააგრძელებენ პროტესტს.

„გადავწყივტეთ, რომ აუცილებლად გაგრძელდება აქციები, სადაც ცხელი წერტილები იქნება. ამ შემთხვევაში ასეთი არის ნაკრა და ლენტეხი. ასეთ ცხელ წერტილებში აუცილებლად ჩავალთ - თითოეული მოძრაობიდან თუ საინიაციტივო ჯგუფიდან 5 კაცი მაინც. რაც ხაზს გაუსვამს იმას, რომ ეს არის ყველას პრობლემა და არა მხოლოდ რომელიმე კუთხის", - ამბობს მაღლაფერიძე.

მისი თქმით, მუშაობას აქტიურად გაარძელებენ იურიდიული კუთხით. მათ შორის, მიმართავენ პარლამენტს ჰესებზე ცალკე სხდომების ჩატარების მოთხოვნით, ასევე, დაცულ ტერიტორიებზე ჰესების მშენებლობაზე შეიტანენ მიმართვებს.

„გარდა ამისა, გადავწყვიტეთ, რომ საერთო განცხადებების გასაკეთებლად გვექნება საერთო სახელი - „სახალხო მოძრაობა - თემთა ერთობა", - ამბობს მაღლაფერიძე.

მისი თქმით, შემდეგი შეხვედრა ლენტეხში, გზშ-ს განხილვაზე იგეგმება, პარალელურად აქცია ჩატარდება თბილისშიც. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^