წუხელ წავკისი-თბილისის გზაზე მომხდარ ავარიას სამი ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა.
როგორც „ლიბერალს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.