ამ წუთებში პარლამენტში კომიტეტის მოსმენაზე მამუკა ხაზარაძეს უსმენენ. მან ისაუბრა 2007-2008 წლების ტრანზაქციაზე და, ასევე, განმარტა, თუ რატომ ფიქრობს, რომ ის და ბადრი ჯაფარიძე ორკესტრირებული შეტევის ობიექტები არიან.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე მუქარის წერილი მიიღო მაღალჩინოსნისგან, თუმცა არ დაუკონკრეტებია წერილის ავტორი. ხაზარაძე ამბობს, რომ მას ეს წერილი შენახული აქვს.
„არჩევნების მეორე ტურის წინ ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელიც პირდაპირი მუქარით მეუბნება, რომ ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ საერთაშორისო ასპარეზზე. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ." - განაცხადა ხაზარაძემ.