Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მოადგილე პირდაპირ გვაშანტაჟებდნენ - ხაზარაძე

04 მარტი, 2019 13:47

მამუკა ხაზარაძეს ამ წუთებში კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. საუბრის დასაწყისში მან 2007-2008 წლების ტრანზაქციებზე ისაუბრა – საკითხებზე, რომლებზეც გამოძიება მიმდინარეობს.

საუბრის მეორე ნაწილში კი ხაზარაძემ განმარტა, თუ რატომ ფიქრობს, რომ მისი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ეს პროცესი ორკესტირებულია.

მისი თქმით, 2018 წელს ოთხი უწყება შევიდა ერთდროულად ბანკში - ფულის მონიტორინგის სამსახური, პროკურატურა, ეროვნული ბანკი და მოითხოვეს დოკუმენტების ამოღება.

„კანონმდებლობით, 6 წელიწადზე მეტი დოკუმენტის შენახვის ვალდებულება  არ გვაქვს. იმის გამო, რომ ჩვენი საქმიანობა გამჭირვალეა, მივეცით ყველა დოკუმენტი, 10-11 წლის წინანდელი, რომელიც გვქონდა არქივში.“ – თქვა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ამავე პერიოდს ემთხვევა კიბერშეტევა „თიბისი ბანკზე“ ივლისში. ხაზარაძის თქმით, ბანკში სპეციალურმა სამსახურმა მოახერხა იმ ადგილის იდენტიფიცირება, საიდანაც განხორციელდა კიბერშეტევა. მათ მიაწოდეს ინფორმაცია უწყებას ადგილმდებარეობის შესახებ.

„მივაგენით მისამართს, ოთახს და მივეცით მასალები პროკურატურას. ვიცით მისამართი, ოთახი და ის ხალხი, ვინც ზის ამ კომპიუტერებთან. თბილისში სხედან ცენტრალურ გამზირზე.  ეს, სავარაუდოდ, ის ოფისებია, საიდანაც ბოტები იმართება.

რამდენჯერმე მივწერე უწყებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ შეკითხვით და მომწერეს, რომ ამოღებულია კომპიუტერი ექსპერტიზისთვის.“ - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც პროკურატურას და სხვა უწყებებს ყველა სახის ინფორმაცია მიაწოდეს, მათ შორის პირად ანგარიშებზე თანხის მოძრაობის შესახებ, ის დაიბარეს გამოკითხვაზე. მან მოითხოვა მოსამართლის წინაშე დაკითხვა, რომლის დროსაც, მისივე თქმით, მოსამართლეს მიმართა, რომ საკითხი, რომელსაც იკვლევდა პროკურატურა, უნდა დარჩენილიყო კონფიდენციალურად  19 იანვრამდე, რადგან ანაკლიის პროექტის ფარგლებში ორ მსხვილ ხელშეკრულებას აფორმებდნენ ინვესტორებთან და ეს ინფორმაცია ამ თანამშრომლობას ხელს შეუშლიდა.

„ამის შემდეგ იბარებენ დეკემბერში ბადრი ჯაფარიძეს. მათ უკვე მითხრეს და მოსამართლემ დაგვიდასტურა, რომ ეს ყველაფერი კონფიდენციალურია და 9 იანვარს პროკურატურა აკეთებს განცხადებას პრესისა და ტელევიზიის წინაშე.“ - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

 მისივე თქმით, ეროვნული ბანკი პირდაპირ აშანტაჟებდა მას და ბადრი ჯაფარიძეს.

„ეროვნული  ბანკი, პრაქტიკულად, პირდაპირ გვაშანტაჟებდა მე და ბადრის. მისი პრეზიდენტიც და ახლად არჩეული მოადგილეც. გამოუგზავნეს წერილი დამოუკიდებელ დირექტორებს. (სამეთვალყურეო საბჭოში 7 წევრი ჰყავს „თიბისის“ და 9 წევრი ჰყავს ლონდონის ბირჟაზე. აქედან, 5 წევრი, რომელიც საქართველოშია, არჩეულია ლონდონის ბირჟის მიერ, დამოუკიდებელი დირექტორები.) მე და ბადრის გვაქვს ორი ხმა და არანაირი გადაწყვეტილების უფლება ჩვენ ბანკში არ გვაქვს. პირველი ჯარიმა  10 000 ლარზე მოვიდა. როგორც ჩანს, ვიღაცამ დაუწუნა, რომ 10 000 ცოტაა. მე შევხვდი პრეზიდენტს და ვუთხარი, რომ 10 000 არ გადავიხდიდით. მერე ახალი დეპარტამენტი გამოუშვეს, დაგვარიცხეს მილიონი და წერილში დამოუკიდებელ დირექტორებთან მოითხოვეს, რომ განეხილათ ჩემი და ბადრის ბანკში დარჩენის მიზანშეწონილობა, თუ არა, გამოსცემდნენ ბრძანებას ჩვენ გადაყენებაზე. პრაქტიკულად, დაგვემუქრნენ. მივედი და ვუთხარი, რომ მზად ვართ გადავადგეთ.

მათ თქვეს, რომ საბჭოდანაც უნდა წავსულიყავით.  მე ვუთხარი, რომ დაამატეთ ორი და 7 გაზარდეთ 9 -მდე. გვითხრეს, რომ არა, ეს კატეგორიული საკითხია, ვერ დავეთანხმებით, მაგრამ წერილი მაინც მოგვეცით, რომ ამ სისტემაში ფულის გათეთრება ჩვენთან არ მომხდარა, რომ კრიმინალური რამე არ მომხდარა. იცით, რომ იურიდიულმა კომპანიამ, უდიდესმა დენტონსმა დადო დასკვნა. მივაწოდე ყველა ეკონომიკურ ბლოკს დენტონსის დასკვნა და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ადამიანებმა მხარი დაუჭირეს. მივიჩნიე, რომ არსებობენ ადამიანები ეკონომიკურ გუნდში, ვინც დაინტერესდებოდნენ, მაგრამ არა.“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, მან მოითხოვა წერილი, რომ ეს საკითხი კავშირში არ არის ფულის გათეთრებასთან.

„მეორე დღეს ვოტსაფით ვიღებ წერილს. ეს იყო წერილის ნიმუში, სადაც წერია, ანუ ეროვნული ბანკი წერს, რომ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არანაირი კრიმინალური და ფულის გათეთრების საკითხი არ არის და საკითხი ეხება მხოლოდ ინტერესთა კონფლიქტს. მე, როგორც კანონმორჩილმა ადამიანმა, დავსვი კითხვა როგორ გამოვიყენოთ ეს წერილი - მათ გვითხრეს, რომ ამ წერილს გამოიყენებთ მხოლოდ თქვენი პარტნიორი ბანკებისთვის, მაგრამ სხვაგან ვერ გამოიყენებთ. მე გაოცებული დავრჩი. ამას ჰქვია შანტაჟი. მეუბნებიან, თქვენ გადადექით. მე ვუთხარი, რომ მირჩევნია მომხსნათ, რადგან ეს არის დისკრიმინაცია და არაპროპორციული ზომები ჩვენს მიმართ“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^