კულისებსა და ოთახებში წყდება ბიზნესის საკითხები. - თქვა მამუკა ხაზარაძემ საკომიტეტო სხდომაზე, შეკითხვებზე პასუხების გაცემისას.
„მე შეცდომა დავუშვი და პირდაპირ გეუბნებით, რომ ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე ვიყავი. შეცდომა დავუშვი. თქვენ იცით, რა შეხვედრაზე ვსაუბრობ. ეს იყო წარმოუდგენელი შეხვედრა, მაგრამ იმ განწყობით მივედი, რომ იქნება რამე გადაწყდეს". - ამბობს ხაზარაძე.
ბიზნესმენი, სავარაუდოდ, გულისხმობს ბიძინა ივანიშვილთან მისი და ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრას, რაზეც თავად ივანიშვილმა მოჰყვა.
ამ წუთებში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უსმენენ.