
საქართველოს პარლამენტში მამუკა ხაზარაძის დღევანდელი გამოსვლის შემდეგ, რომლის დროსაც მან ეროვნული ბანკი შატაჟში დაადანაშაულა, ბანკმა ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„კომერციულ ბანკში გამოვლენილი დარღვევის ადეკვატური სანქციის გამოყენება საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საბანკო სექტორის ზედამხედველის, პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა.
ეროვნული ბანკის უფლებამოსილებით განსაზღვრული სანქციები დაკონკრეტებულია შესაბამის კანონმდებლობაში. ამ ჩამონათვალში არის, მათ შორის, მარეგულირებლის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ბანკის ადმინისტრატორების ხელმოწერის შეჩერება და/ან თანამდებობიდან გათავისუფლება, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს წარსულშიც გამოუყენებია.
შესაბამისად, არასწორია „შანტაჟად" შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელი ორგანოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს."