საკონკურსო კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის სამი კანდიდატი შეარჩია, პარლამენტი კი მათგან ერთ კანდიდატს შეარჩევს.
კანდიდატები არიან:
1. მიხეილ ჩიკვილაძე;
2. მანანა ღოღობერიძე;
3. ნინო მინდიაშვილი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ ღია კონკურსში ცხრა კანდიდატი მონაწილეობდა: მალხაზ ასლამაზაშვილი; დონარა შონავა; მიხეილ ჩიკვილაძე; ზაალ ანჯაფარიძე; მიხეილ ჭიაურელი; მანანა ღოღობერიძე; ნინო მინდიაშვილი; ია მამალაძე და იოსებ ჭუმბურიძე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა სია