.png)
„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომას ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრება. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. ის პოლიტსაბჭოს წევრი და პარტიის პოლიტიკური მდივანი ხდება.
კალაძის თქმით, პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტიის შემდგომი განვითარებისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილი 2013 წლიდან 2015 წლის ბოლომდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო. ასევე იყო პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე.