Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

LIVE ► „ელმავალმშენებელი" ქარხნის თანამშრომლები აქციას მართავენ

05 მარტი, 2019 12:11

„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები სახელფასო დავალიანების გასტუმრებას მოითხოვენ. ამ წუთებში ქარხანასთან დასაქმებულების, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

პროფკავშირების ცნობით, „ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები სახელფასო დავალიანების გასტუმრებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. საწარმოში დასაქმებულებს კუთვნილი ანაზღაურება უკვე ექვსი თვეა არ მიუღიათ.

„შეგახსენებთ ქარხნის ადმინისტრაციამ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ჩართულობით მედიაციაში მონაწილეობაზე და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომაზე უარი განაცხადა და პროცესში რკინიგზელთა მეორე, ადმინისტრაციასთან შეკრული პროფკავშირის ჩართვა მოითხოვა.

▪ გარდა სოციალურად უპასუხიმგებლო დამსაქმებლებისა, რომლებიც ხელს უშლიან რეალურ პროფკავშირულ საქმიანობას, პრობლემად მიგვაჩნია სახელმწიფოს ჩართულობის სისუსტე. მედიატორმა ვერ მოახერხა მოლაპარაკებების პროცესის უზრუნველყოფა, რაც თავისმხირვ სისტემური პრობლემაა", – ვკითხულობთ პროფკავშირების გავრცელებულ ინფორმაციაში. 

„ელმავალმშენებელი“ ქარხნის ადმინისტრაციის თქმით, კომპანიაში ნამდვილად რთული ვითარებაა ხელფასის გადახდასთან დაკავშირებით. მათი თქმით, არსებობს 5 თვის სახელფასო დავალიანება, თანამშრომელთა პრეტენზია ერთმნიშვნელოვნად კანონიერი და სამართლიანია. დავალიანება სრულად არის აღიარებული ქარხნის ადმინისტრაციის მიერ, ტაბელებში გათვალისწინებულია, დეკლარირებულია და მხოლოდ ფულად სახსრებს ელოდებიან მათ გასაცემად.

„დავალიანების წარმოშობა გამოწვეულია მცირე მოცულობის შეკვეთებით, რომლებიც ხარჯებს ვერ ფარავდა და კიდევ იმ გარემოებით, რომ არსებობს უცხოური კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს „ელმავალმშენებლის" მიმართ დებიტორული დავალიანება და სწორედ მისგან ველით დღესდღეობით საჭირო თანხის გადმორიცხვას. მარტის თვის განმავლობაში აღნიშნული პრობლემა გადაწყდება", - ნათქვამია მათ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^