მამუკა ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ის რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა გამოკითხვიდან. ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ წერილის ასლი მიაწოდა პროკურატურას ხოლო ორიგინალი გადაგზავნილია ლონდონში ექსპერტიზაზე.
მამუკა ხაზარაძის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა. მან თქვა, რომ მამუკა ხაზარაძე არ ასახელებს შუამავალს, ვისგანაც მიიღო ეს წერილი.
„მას აქვს ვალდებულება, დაასახელოს შუამავლის ვინაობა. ჩვენთვის გაუგებარი მიზეზის გამო, ის შუამავალს არ ასახელებს, შესაბამისად, ჩვენ შეგვძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ამ ქაღალდს, სადაც არის კომპიუტერზე აკრეფილი ტექსტი, არაფერი მაინდენტიფიცირებელი საშუალება არ გააჩნია. შინაარსს რაც შეხება, ეს წერილი ჩვენ არ გადმოგვცემია, სასამართლოს აქვს, ჯერჯერობით. ჩვენ გავაკეთებთ ყელაფერს, რომ დადგინდეს ამ წერილის წარმომავლობა," - განაცხადა პროკურორმა.