Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დადგა დრო, სექსუალურ ძალადობასა და ქალის შანტაჟს დაერქვას თავისი სახელი! - ქალთა მოძრაობა

06 მარტი, 2019 11:51

საქართველოში, ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი 2014 წლის შემდეგ, მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა ქალთა მიმართ ძალადობასთან საბრძოლველად. ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი, „ქალთა მოძრაობა” და სხვა აქტივისტური ჯგუფები აქტიურად მოითხოვდნენ ფემიციდის, ოჯახში ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და ქალთა უფლებების სხვა დარღვევების წინააღმდეგ ღონისძიებების გატარებას, აღნიშნულ პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობასა და ცნობიერების ამაღლებას.

როგორც აქტივისტები მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სფეროში გაუმჯობესდა კანონმდებლობა, პოლიტიკა და პრაქტიკა, საქართველოში ქალის (მათ შორის ტრანსგენდერი და ლესბოსელი ქალის) სექსუალობის მიმართ დამოკიდებულება, სტერეოტიპული შეხედულებები და ტაბუები კვლავ მძიმეა, ხოლო მათთან დაკავშირებული დანაშულები ხშირად ტრადიციისა და კულტურის ნაწილად აღიქმება.

„დღემდე, როგორც საჯარო, ისე პირად სფეროებში, ქალები შერცხვენის ობიექტები ხდებიან, თუკი ისინი საუბრობენ თავიანთ სექსუალობაზე ან ნებისმიერი სახით გამოხატავენ მას. საზოგადოება ქალებს სექსუალური ცხოვრების დაწყებამდეც კი ასწავლის, რომ მათ საკუთარი სექსუალობის რცხვენოდეთ. ქალის სექსუალობის ქალების წინააღმდეგ გამოყენების თვალსაჩინო მაგალითია სექსუალური ხასიათის ვიდეოების ფარულად ჩაწერა და შემდეგ ონლაინ სივრცეში გავრცელება, სექსუალური შევიწროების შესახებ ხმამაღლა საუბრის კრიტიკა და უფლებებისთვის საბრძოლველად დამატებითი ბარიერების შექმნა.

გარდა ზემოხსენებულისა, არსებობს სექსუალური ხასიათის დანაშაულები, რომლის მიმართ საზოგადოებაც ბრმაა და კანონიც იშვიათად აღსრულდება. ასეთებია - ცოლის მიმართ სექსუალური ძალადობა, 16 წლამდე ბავშთან სექსუალური კავშირის დამყარება, ბავშვთა ე.წ. ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულები, სექსმუშაკების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობა და სხვა, "- ამბობენ აქტივისტები. 

ისინი მიიჩნევენ, რომ დადგა დრო, ქალების სექსუალობის კონტროლთან და სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლა გახდეს პრიორიტეტი ქალთა უფლებადამცველების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამათავრობო ორგანიზაციებისთვის!

დადგა დრო, სექსუალურ ძალადობასა და ქალის შანტაჟს დაერქვას თავისი სახელი!

ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის თანახმად (2017), საქართველოში დაახლოებით 17 000 ქალი მეუღლის/პარტნიორის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. დაახლოებით 20 000 ქალს სექსუალური ძალადობა სხვა პირის მხრიდან განუცდია. 67 000 გოგო ბავშვობაში გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

ამის მიუხედავად, მაგალითად, 2016 წელს გაუპატიურების მხოლოდ 13 საქმე განიხილა სასამართლომ, სადაც 1 შემთხვევაში პირი გამართლდა. 2017 წელს სასამართლომ მხოლოდ 5 საქმე განიხილა, სადაც 3 შემთხვევაში პირი გამართლდა. 2018 წელს 8 საქმის განხილვა მოხდა, სადაც 3 შემთხვევაში პირი გამართლდა.

აქტივისტები მიიჩნევენ, რომ დღეს:

O სექსუალურ ძალადობაზე არსებული კანონმდებლობა არ აკმაყოფილებს სტამბოლის კონვენციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორიო სტანდარტებს;

O სექსუალური ძალადობის თაობაზე ქალები იშვიათად ატყობინებენ პოლიციას. დანაშაულების სათანადო გამოძიება იშვიათად ხდება;

O სექსუალური ძალადობის დასადასტურებლად არაადეკვატურად ბევრი მტკიცებულებაა საჭირო. მსხვერპლის მონათხრობის ხშირად არ სჯერათ. სამართლებრივი პროცესები უკიდურესად ტრავმულია. შედეგად, სექსუალური ძალადობა მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ისჯება;

O 16 წლამდე გოგოს მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობა ხშირად ნებაყოფლობით კავშირად კვალიფიცირდება. ეს ბავშვის დამატებით სტიგმატიზაციას ახდენს;

O ცოლის/სექსუალური პარტნიორის, სექსმუშაკის, შშმ ქალის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობა იშვიათად სრულდება პოლიციისთვის მიმართვით ან დამნაშავის დასჯით.

O ქალების მიერ საკუთარი სექსუალობის გამოხატვა სირცხვილად, მაპროვოცირებეულ აქტად და გამოწვევად განიხილება, მათ შორის სექსუალური შევიწროებისა და სექსუალური ძალადობა-გამოვლილი ქალის შემთხვევაშიც კი;

შესაბამისად, “ქალთა მოძრაობა” და ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი მიმართავენ - ქალებს, რომლებმაც განიცადეს ძალადობა; ქალთა უფლებების დამცველებს; სახალხო დამცველს; ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს; სახელმწიფო ორგანოებს (შსს, პროკურატურა, სასამართლო; ჯანდაცვის სამინისტრო); სერვისების გამწევ ორგანიზაციებს; მედიას - დაიწყოს დისკუსია/მუშაობა სექსუალური ძალადობის ხილვადობის გაზრდის, ქალის სექსუალობის პოზიტიურად წარმოჩენისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ აქტიური ზომების მისაღებად!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^