საქართველოს პარლამენტში ამ წუთებში პლენარულ სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის მოსმენა იწყება. სხდომის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების და იმის გამო, რომ, სავარაუდოდ, დანაშაულებისთვის არავინ დასჯილა, „ევროპული საქართველო" იყენებს უფლებას და ბოიკოტის ნიშნად ტოვებს სხდომის დარბაზს.
პარლამენტის თავმჯდომარემ „ვროპული საქართველოს“ ნაბიჯი პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობად შეაფასა.