Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტი: გათვალისწინებულია შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა

06 მარტი, 2019 13:17

გათვალისწინებულია შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

მისი თქმით, კომისიაში დამატებით ჩაერთვებიან სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები და იგი განიხილავს იმ განცხადებებს, რომლებიც დააკმაყოფილებს ახალ კრიტერიუმებს. 

პრეზიდენტის თქმით, კომისია მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს, საბოლოო გადაწყვეტილება კი რჩება პრეზიდენტის პრეროგატივად.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ისინი ახლა მუშავდება.

მისივე თქმით, შეწყალების აქტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება.

ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ შეწყალების დისკრეციული უფლება ნიშნავს პრეზიდენტის მიერ განსაკუთრებული და გამორჩეული, ინდივიდუალური საქმის შერჩევას, სადაც უპირატესობა ჰუმანურ პრიცნიპებს ენიჭება.

„ამ პრინციპების ზედმიწევნით დაცვა ნიშნავს, ალბათ, იმას, რომ შეწყალების აქტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. ეს ასევე შეამცირებს რისკს საზოგადოებისთვის, რომლებიც ყოველთვის თან ახლავს მასობრივ შეწყალებას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, შეწყალების ის პრაქტიკა, რომელიც წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა, ზოგჯერ უფრო ამნისტიას ემსგავსებოდა, „ვიდრე იმ კონცეფციას, რომელიც საფუძვლად უდევს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას და რომელიც უმეტეს ქვეყნების პრაქტიკაში მოიპოვება. 

„პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არც ეს ამნისტიაა, არც პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შემცვლელია, არც სასამართლოს ხარვეზების გამოსწორების მექანიზმი", - ამბობს ზურაბიშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^