
ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
„როგორც ხედავთ აქ ვარ, მუშაობას ვაგრძელებ. მე ამ ქვეყნის საქმეს ვემსახურები. ვვარაუდობ, რომ შესაძლებელია ეს ვიღაცას არ მოეწონოს, ზუსტად იმ ხალხს, ვინც ამ ჭორებს ყრის. მე სამუშაოს და მართალი საქმის სამსახურს გავაგრძელებ მანამდე, ვიდრე აქ ვარ“, - განაცხადა ქობულიამ.