Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეკა ბესელია: თიბისი ბანკის საქმე პარლამენტმა უნდა შეისწავლოს

07 მარტი, 2019 0:52

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, საჭიროა, რომ თიბისი ბანკის საქმეზე პარლამენტმა ერთგვარი საზედამხედველო ფუნქცია აიღოს და საკითხი ღრმად შეისწავლოს.

„პირველ ეტაპზე რაც მიმაჩნია სწორი და მართებული, რომ მხარედ არ გამოვჩნდე, მთლიან სურათს რასაც ვუყურებ, პარლამენტმა უნდა აიღოს ზედამხედველობის ფუნქცია და შეისწავლოს ეს საქმე“, - თქვა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრისგან განსხვავებით მას არ მიაჩნია, რომ თიბისის საქმე სახუმაროა და „ერთმა ფარატინა ფურცელმაც“ შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს ქვეყანაში.

„მე არ ვიხუმრებდი ამ თემაზე. ჩემი კოლეგები, დღეს ვინც განცხადებებს აკეთებენ და ზოგიერთი მათგანი სიტყვასიტყვით იმეორებს ამ რაღაც მესიჯებს. ამბობენ, რომ ეს ფარატინა ფურცელია.

ერთმა ფარატინა ფურცელმა შეიძლება ყველაფერი ამოაყირავოს ამ ქვეყანაში. გააჩნია, ფურცელს რა ისტორია აქვს. მე არ ვამტკიცებ არც ერთს და არც მეორეს. მე არ ვამბობს, რომ ის არის უტყუარი ან ის არის ფარატინა, თუმცა სასაცილო ნამდვილად არ არის. არც სახუმარო არ არის. ამას ცოტა მეტი სერიოზულობა სჭირდება.

კონტექსტის გათვალისწინებით აქვს მნიშვნელობა - ვინ ლაპარაკობს, რა ვითარებაში ლაპარაკობს. მთლიან სურათს უნდა შეხედო და არამგონია საქირქილო იყოს, მე მგონია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ამ პროცესს უნდა მიყოლა.

მე მიმაჩნია, რომ არის უნდობლობის მაღალი ხარისხი, ტელევიზიასაც ეხება საქმე და გარკვეული პერიპეტიები ადრეც იყო, მსგავსი ტიპის. ეს არ მგონია სახუმარო ამბავი იყოს, ამიტომ ფრთხილად მოვეკიდებოდი ამ საკითხს და ერთია, რომ გამოძიებამ ცოტა მეტი სერიოზულობა უნდა გამოიჩინოს და არ გახდეს მხარე. მეორეს მხრივ პარლამენტი უნდა დაინტერესდეს.

მე მგონია გახარიასა და უწყებისადმი ნდობისთვის საჭიროა პარლამენტმა აიღოს გარკვეული ზედამხედველობის ფუნქცია და შევიდეს სიღრმეებში. გაირკვევა სიმართლეა თუ ტყუილი“, - თქვა დეპუტატმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ბესლიას თქმით, მისთვის „ძალიან ცუდი საყურებელი იყო“ საფინანსო კომიტეტის სხდომაც, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენდენ. სხდომაზე, რომელსაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ესწრებოდნენ, საბოლოოდ ჩაიშალა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^