განათლებაში ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იქნება ყველაზე განათლებული ქვეყანა და ქართველი ერი იქნება ყველაზე განათლებული ერი მსოფლიოში!- თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
"ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ინიციატივა - განათლების მეშვეობით სიღარიბისა და ოკუპაციის დაძლევის გეგმა. - ამბობს ბახტაძე.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განათლების ეროვნული კონცეფციის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ყოველწლიურად ეროვნული დოვლათის 6% განათლების მიმართულებით დაიხარჯება.