Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თემურ ჭყონია: ბიზნესი ჩუმად არაა და ზუსტად იცის როდის რა თქვას

07 მარტი, 2019 15:10

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტის თემურ ჭყონიას თქმით, ბიზნესმენებს აკრიტიკებს ხალხი, რომელიც მათ მიერ შექმნილი დოვლათით ცხოვრობს, ეს მისი აზრით, სწორი არ არის. ჭყონია მიიჩნევს, რომ ბიზნესმენები პოლიტიკოსებისგან განსხვავებით უფრო ცივი გონებით მოქმედებენ და ზუსტად იციან როდის რა თქვან.

თემურ ჭყონია BMG-თან ამბობს, რომ თიბისი ბანკის საქმეზე პოლიტიკოსების არასწორმა მესიჯებმა ბიზნესმენებს დაუკარგეს სურვილი, რომ ჩაერთონ ამ პროცესებში, თუმცა „ბიზნესი ჩუმად არ არის“.

„ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები და არ ვართ ისეთი ტიპები, რომლებიც ემოციებს აყვებიან და ერთ დაძახებაზე გავარდებიან ქუჩაში დროშებით. ბიზნესი არის საზოგადეობა, რომელიც ქვეყნის დოვლათს ქმნის და ამ დოვლათით არსებობს ის ხალხი, ვინც აკრიტიკებს და ბიზნესს მშიშრებს ეძახის. ეს არააა სწორი“, - ამბობს ჭყონია.

თემურ ჭყონია BMG-თან ინტერვიუში ჰყვება, რომ ბოლო რამდენიმე დღეა მასთან არაერთი ბიზნესმენი რეკავს და გაოცებას ვერ მალავს იმის გამო, ბოლო 3-4 დღეში მათ მშიშრები და ცეხავიკები შეარქვეს და თან იმ ადამიანებს, რომლებსაც ბიუჯეტში კოლოსალური თანხები შეაქვთ.

„არავინ არ იცის მამუკა ხაზარაძის ისტორია და მისი დამსახურება საქართველოს ეკონომიკაში ისე როგორც ჩვენ. ის ახალგამომხცვარი პოლიტიკოსები, საერთოდ დაბადებულები არ იყვნენ როდესაც მამუკა ხაზარაძე და ჩვენ ის თაობა ვქმნიდით საქართველოს ეკონომიკას. ამიტომ თავი დაანებონ ჩვენს შეფასებებს. სანამ ჩვენს შეფასებას დაიწყებენ თავისი თავის შეფასება დადონ. რა გაუკეთებიათ მათ გინდა პოლიტრკაში, გინდა ეკონომიკაში გინდა განათლებაში“, - ამბობს ჭყონია.

თქვენ ხართ მშიშარა მლიქვნელები - „გირჩი“ ბიზნესმენებს

პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ ბიზნესმენებისადმი მიმართვა გუშინ გაავრცელა. „გირჩის“ განცხადებით თიბისი ბანკის საქმე პოლიტიკურია და ამ დროს ბიზნესმა თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. „თქვენ ხართ მშიშარა მლიქვნელები“ - მიმართა „გირჩმა“ ბიზნესმენებს.

„თქვენ გაქვთ საბჭოთა „ცეხავიკის“ ფსიქოლოგია, რომელსაც არ გააჩნია საკუთრების განცდა და ღირსება, და თვლის რომ მისი კეთილდღეობა დღეს პირდაპირპროპორციულია ამჟამინდელი კომპარტიის პირველი მდივნის მისდამი კეთილგანწყობის. სწორედ ასეთი მენტალიტეტის გამო, თქვენ ვერასოდეს გახდებით მართლა თავისუფალი ბიზნესმენები“, - წერდა „გირჩი“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^