საქართველოს საპატრიარქო წერილით მიმართავს უზენაეს სასამართლოს და ე.წ. ციანიდის საქმეზე საქმის მასალების გასაჯაროებას სთხოვს.
„მოგეხსენებათ, ე.წ. „ციანიდი საქმეს“ ადევს გრიფით „საიდუმლო“, რაც ზოგიერთ პიროვნებას საშუალებას აძლევს სხვადასხვა ინტერპრეტაციის გაკეთებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა.
მართალია, კანონი კრძალავს აღნიშნული სახით მასალების გასაჯაროებას, მაგრამ შექმნილი ვითარების ფონზე იქნებ იქნას გამონაკლისი დაშვებული, გასაჯაროვდეს ეს დოკუმენტები და ყველას მიეცეს საშუალება, გაეცნოს საქმის რეალურ მდგომარეობას. მით უმეტეს, რომ ამის მოსურნეა როგორც ბრალდებულის, ისე დაზარალებულისა და მოწმის მხარე, ამის მოსურნეა საქართველოს საპატრიარქო და საზოგადოება", - წერს საპატრიარქო.