Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი ქადაგიძემ, ფაქტობრივად, გამოძიების შეკითხვებს პასუხი ვერ გასცა - პროკურორი

07 მარტი, 2019 18:38

პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გიორგი ქადაგიძემ გამოძიების შეკითხვებს პასუხი ვერ გასცა. 

„გიორგი ქადაგიძემ, ფაქტობრივად, გამოძიების შეკითხვებს პასუხი ვერ გასცა. როგორც მან განაცხადა, არც „თიბისი“ ბანკის შემოწმების პასუხი ახსოვს და არც შედეგები. შესაბამისად, გამოძიებას მან ვერ მიაწოდა ვერანაირი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ვინაიდან ყევლაფერზე აცხადებდა, რომ ეს დეტალები მას არ ახსოვს“, - თქვა ტყეშელაშვილმა.

მისი თქმით, გამოძიებას  მასთან შეკითხვები 2008 წელს „თიბისი ბანკის“ შემოწმების პროცესთან დაკავშირებით ჰქონდა. 

„ქადაგიძე 2008 წელს იყო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი. აღნიშნულ პერიოდში აღნიშნულმა სააგენტომ შეამოწმა „თიბისი ბანკი“ და გიორგი ქადაგიძე იყო ხელმძღვანელი ამ პერიოდში ამ სააგენტოში. შესაბამისად, ვინაიდან ჩატარებულია შემოწმება, ჩვენ გაგვიჩნდა შეკითხვები შემოწმების პროცესთან დაკავშირებით, შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით და როგორც გიორგი ქადაგიძე აცხადებს, მას არ ახსოვს არც შემოწმების პროცესი, არც შემოწმების შედეგები“,-განუცხადა პროკურორმა ჟურნალისტებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^