Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პენტაგონი: თუ თურქეთი რუსულ S-400 სარაკეტო სისტემებს შეიძენს, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება

09 მარტი, 2019 11:21

პენტაგონი ანკარას აფრთხილებს, რომ თუ თურქეთი რუსეთისგან S-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს შეიძენს, ამას თურქეთისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან პენტაგონის უფროსი პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ჩარლზ სამერსმა განაცხადა. სამერსის თქმით, თურქეთის ეს სურვილი ანკარასთან ვაშინგტონის ურთიერთობას ძირს უთხრის.

პენტაგონის განცხადებით, მძიმე შედეგებს შორის იგულისხმება ისიც, რომ აშშ აღარ დაუშვებს თურქეთმა შეიძინოს ამერიკული წარმოების F-35 ტიპის ბომბადმშენები და Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკელებმა კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრეს, იმ შემთხვევაში თუ თურქეთი S-400-ებს შეიძენს.

თურქეთი აშშ-თან დიდი ხანია F-35 ტიპის თვითმფრინავების შეძენაზე მოლაპარაკებას მართავს. ამერიკელი კონგრესმენების ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად აშშ-ის ხელისუფლება ბომბდამშენების მიყიდვაზე დათანხმდა. თურქი პილოტები არიზონას შტატში ამჟამად სპეციალურ მომზადებასაც გადიან.

თუმცა, ანკარის გადაწყვეტილებამ რუსეთისგან სარაკეტო კომპლექსების შეძენაზე ამერიკელ სამხედროებზეც უარყოფითად იმოქმედა. კვირის დასაწყისში გენერალმა კურტის სკაპარატიმაც განაცხადა, რომ თუ თურქეთი არ შეჩერდება, ის პენტაგონს ურჩევს, თურქეთს თვითმფრინავები აღარ მიჰყიდოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^