
ევროკავშირის გავრცელებული განცხადებით, შენგენის ზონაში მოგზაურობის მსურველ ამერიკელებს ვიზის აღება 2021 წლიდან მოუწევთ. აშშ-ის მოქალაქეებს ევროკავშირის მგზავრთა საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) გავლა მოუწევთ. ამჟამად მათ ევროპაში 90 დღით ყოფნა ნებისმიერი ტიპის ვიზის გარეშე შეუძლიათ.
ევროკავშირის განმარტებით, ETIAS სისტემა არალეგალურ მიგრაციასა და ტერორიზმის საფრთხეს შეამცირებს.
მისი გავლა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გარდა სხვა ყველა ქვეყნის მოქალაქეებს მოუწევთ. მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც. ETIAS ერთგვარი აპლიკაცია იქნება, რომლის შესავსებადაც გარკვეული თანხა იქნება საჭირო.
ამერიკელებისთვის ამ სისტემის შემოღებას ევროპარლამენტმა 2018 წლის ივნისში დაუჭირა მხარი. ხოლო 8 მარტს გავრცელებული განცხადებით ევროკავშირმა აშშ-ის მოქალაქეებისთვის ETIAS ვიზის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება და შემოღების თარიღი დაადასტურა.
ვანო ჩხიკვაძე ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებამდე ანკეტის შევსების შესახებ