„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ხვალიდან არხის ტელეეთერში ახალი გადაცემა გავა. გადაცემა, რომელსაც Frobes-ის მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე წაიყვანს, „ფორმულა კრეატივსა“ და BMG-თან ერთად მომზადდება.
ტელეარხის მიხედვით, „Forbes-ის კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად“ ყოველ კვირას, 10:00 საათზე გავა და საქმიან ადამიანებს, ბიზნესის და ეკონომიკის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდის.
„ეს იქნება ანალიტიკური გადაცემა, რომელიც შეკრავს კვირის მთავარ ამბებს ბიზნესში და ეკონომიკაში. ერთგვარად იქნება ანალიტიკური ძირითადად. რუბრიკები საიმისოდ, რაც ძალიან ბევრ ბიზნესს, დამწყებს თუ უკვე შემდგარს, მისცემს საშუალებას, რომ ასპარეზზე გამოიტანონ საკუთარი ახალი სერვისები, პროდუქტები“, - ამბობს Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი, გადაცემის წამყვანი, გიორგი ისაკაძე.