ზინედინ ზიდანი „რეალ მადრიდის" მწვრთნელის პოზიციაზე ბრუნდება - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპული ფეხბურთის ექსპერტმა გილემ ბალაგმა განაცხადა.
ზიდანი სანტიაგო სოლარის ჩაანაცვლებს, რომელიც ამ პოზიციას 5 თვემდე პერიოდი იკავებდა.
ზიდანმა „რეალ მადრიდი" მაისში დატოვა. გუნდი ლა ლიგაში მესამე ადგილზეა და „ბარსელონას" 12 ქულით ჩამორჩება.