ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, თორნიკე ნაგლიაშვილი პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავა. ინფორმაცია „ლიბერალს“ შსს-ში დაუდასტურეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126 პრიმა მუხლით, რაც პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარასა და ოჯახში ძალადობას გულისხმობს.