Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პენიტენციურ სისტემას წვევამდელების ნაცვლად კონტრაქტით დასაქმებულები დაიცავენ

12 მარტი, 2019 12:45

პენიტენციურ სისტემაში წვევამდელებს აღარ გაიწვევენ - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, ეს მოხსნის დისკომფორტს, რომელიც წვევამდელებს ამ სისტემაში სამსახურის დროს აქვთ. 

ამ ინიციატივაზე უფრო ვრცლად იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ისაუბრა. 

„[პენიტენციურ დაწესებულებებში] ეტაპობრივად მთლიანად გადავიდეთ საკონტრაქტო სამსახურზე, რათა ეს სამსახური იყოს მიმზიდველი ახალგაზრდებისთვის, რომ  მათთვის, ვისაც კონტრაქტის საფუძველზე დააინტერესებს, იმსახურონ პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოების სფეროში. ეს დიდ ფინანსურ დანახარჯთან არის დაკავშირებული. მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ყველა ახალ დაწესებულებაში, რომელიც უნდა გაიხსნას და მშენებლობები მიმდინარეობს, იქ უკვე ახალი სისტემა გვექნება, ანუ გარე პერიმეტრს დაიცავენ არა წვევამდელები, არამედ კონტრაქტით დასაქმებული პირები. 15 მოქმედ დაწესებულებაში, სამოქმედო გეგმის საფუძველზე, ეტაპობრივად შევცვლით მოქმედ სისტემას ახალი სიტემით" - თქვა წულუკიანმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^