Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტუდენტები, რომლებიც დაცვის პოლიციაში იმსახურებენ, სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლდებიან

12 მარტი, 2019 12:59

სტუდენტებს, რომლებიც შსს-ს დაცვის პოლიციაში ნებაყოფლობით იმსახურებენ შესაბამისი ანაზღაურებით, ეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში ჩაეთვლებათ - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ეს სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, საკონტრაქტო პირობებით გაიარონ დაცვის პოლიციაში ანაზღაურებადი სამსახური, მეორე მხრივ, გათავისუფლდნენ სამხედრო სავალდებულო მსახურებისგან.

„ეს არის მათი უფლება და არანაირი ვალდებულება. გვქონდა შეთანხმება შსს-სა და განათლების სამინისტროს შორის და განათლების სამინისტრო ხელს შეუწყობს იმ სტუდენტებს, რომლებიც იმსახურებენ დაცვის პოლიციაში, რომ ჰქონდეთ ნორმალური განათლების მიღების საშუალება" - თქვა სესიაშვილმა. 

მისივე თქმით, აპირებს გამოვიდეს იმ მუხლის გაუქმების ინიციატივით, რომლის თანახმადაც, წვევამდელებს, რომლებიც მღვდელმსახურები არიან, სავალდებულო სამხედრო მსახურების გადავადების საშუალება აქვთ.

„წვევამდელები გარკვეული რელიგიური მოტივებით არ მიდიან სამხედრო სავალდებულო სამსახურში. ეს პრობლემას ქმნის მთლიანად სისტემისთვის. მე არ შევალ იმ დისკუსიაში, რომ ეს არის ხელოვნურად თუ რეალური რელიგიური მოტივებით. თქვენ იცით, რომ არსებობს ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომლითაც რწმენის ან რელიგიური ნიშნით შესაძლებელია, უარი თქვან სამხედრო სამსახურზე, ამიტომ შესაბამის კანონში ჩემი ინიციატივით გავაუქმებ მუხლს, რომლითაც წვევამდელებს, რომლებიც არიან მღვდელმსახურები, აძლევს საშუალებას, რომ გადაუვადდეთ სამხედრო სავალდებულო სამსახური და თუ მათ სურვილი არ ექნებათ, რომ რელიგიური მოტივით არ იმსახურონ ჯარში, ექმნებათ საშუალება, ისარგებლონ ალტერნატიული შრომითი სამსახურის კანონით და გაწვეულ იქნენ შესაბამის სამსახურში" - თქვა სესიაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^