იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, მთავრობასთან დისკუსიები დაასრულა და მმართველ გუნდთან ერთად მუშობას აგრძელებს.
„არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა. შევძელით და პოზიციების გაცვლა დავასრულეთ. დიკსუსია დასრულებეულია. პოზციიები შეჯერებულია და გეგმა არის ამოწურული. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის, ერთანი პოზიციის პირობებში მუშოაბას" - თქვა მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.
რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებდა. წულუკიანმა დაადასტურა, რომ რიგ საკითხებზე მას მთავრობასთან აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა, რაც შესაძლო იყო, მისი გადადგომის საფუძველი გამხდარიყო.