პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, მომავალ წელს განათლების ბიუჯეტი 2 მლრდ ლარი იქნება და 2022 წლისთვის 3,4 მლრდ-მდე გაიზრდება.
პრემიერის თქმით, მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც განათლების ბიუჯეტისთვის მშპ-ს 6%-ის გამოყოფას მომავალ მთავრობებსაც დაავალდებულებს.
„მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გავზარდეთ და გავზრდით ბიუჯეტს განთლების სექტორისთვის. მიმიდნარე წელს ის შეადგენს 1,600 მლრდ ლარს. მომავალ წელს ის გახდება 2 მლრდ ლარი. შემდეგ გაიზრდება ნახევარი მილიარდი ლარით და უკვე 2022 წელს მიაღწევს 3,4 მლრდ ლარს. ეს ვალდებულება შემდეგი ათწლეულების განმავლობაში გადაეცემა ყელა ხელისუფლებას" - თქვა პრემიერმა.
მან ასევე დააანონსა პლატფორმა, „რომელიც გააერთიანებს როგორც ონლაინ, ასევე პირდაპირი შეხვედრების ფორმატებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დარგის ექსპერტები, პედაგოგები, დირექტორები, ლექტორები, ჩვენი სტუდენტები, მეცნიერები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება და ყველა დაინტერესებული მხარე".
მისივე თქმით, ამ იდეის ფარგლებში მთავრობა სწავლების სისტემის განვითარებას იწყებს პროფესიული განათლების სისტემის ფარგლებში.
„ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზებთ მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც გამოიწვევს დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების მიხედვით პროფესიულ გადამზადებას და მათ სწრაფ დასაქმებას [...] ამავდროულად დავაფინანსებთ იმ პრიოირტეტულ მიმართულებებს, რომლებიც იდენტიფიცირებულია და ჩვენ ვფიქრობთ, მაღალი დასაქმების პოტენციალის მქონე სფეროებია. ხელმისაწვდომი იქნება მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსები, სამშენებლო, მომსახურების, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და ეტაპობრივად მას სხვა სფეროებიც დაემატება. დარწმუნებულოი ვარ, რომ იქნება ეფექტიანი საშუალება, და კიდევ ერთ ნაბიჯი სიღარიბის დასაძლევად" - თქვა პრემიერმა.