ოკუპირებული გალის რაიონში 1990 წელს დაბადებულმა საქართველოს მოქალაქემ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებას ჰყავდა დაკავებული, თავი მოიკლა - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“, - აცხადებს სუსი