პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარემ რუსული ტელეკომპანია Первый канал-ის ტოკშოუში საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში NATO-ს გაფართოების საწინააღმდეგოდ ისაუბრა.
„საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ნატო-ს გაფართოებაზე საუბარი არის ვითარების გამწვავება და გასაგებია, რომ კარგს არაფერს მოუტანს რუსეთს, არც დასავლეთს შორის ურთიერთობებს და არც ზოგადად რეგიონს. ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან ნატო-ს წევრობაზე საუბარი ეს უკეთეს შემთხვევაში წინდაუხედაობაა, ხოლო უარეს შემთხვევაში საქართველოს ინტერესების იგნორირებაა. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩემი შეხედულებები რადიკალურად შეიცვალა 2008 წლის შემდეგ. მაშინ სააკაშვილის ქმედებების გამო, ჩვენ ვერ შევძელით საქართველოსა და რუსეთს შორის ომის თავიდან არიდება. რუსეთს ჯიბრზე საქართველოს ნატო-ში შესვლაზე საუბრის მომხრე არ ვარ,” - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.