Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახა კალაძე ბექა ოდიშარიას თაბორის მთაზე სასტუმროს მშენებლობაზე უარს ეუბნება

13 მარტი, 2019 12:18

თბილისის მერიამ ბექა ოდიშარიას თაბორის მთაზე სასტუმროს აშენებაზე უარი უთხრა.  „კიდევ ერთხელ ჩემი დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ბექას [პარლამენტო უმრავლესობის წევრს], მაგრამ იქ მშენებლობა ჩვენთვის არ არის მისაღები“, - ამის შესახებ ქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ბექა ოდიშარია მისი მეგობარია, თუმცა სასტუმროს პროექტის განხორციელება თაბორის მთაზე მერიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რადგან პირველ ადგილზე დგას ქალაქის ინტერესები. 

„რამდენიმე თვის წინ საზოგადოების განხილვის საგნად იქცა დედაქალაქის ტერიტორიაზე ლანდშაპტური მდგომარეობის შენარჩუნებისა და თაბორის N1, ყოფილი ბერძნის ქ. N39, განაშენიანების მიზანშეწონილობის საკითხი, სადაც სასტუმროს პროექტი უნდა განხორციელებულიყო.  ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი ეკუთვნის საქართველოს პარლამენტის წევრს, ბექა ოდიშარიას. ბექა არის ჩემი მეგობარი, მე აქ დასამალი არაფერი მაქვს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მეგობრობა, ის რომ ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ ჩემთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა მე და ჩვენ, ყველა, პირველ ადგილზე ვაყენებთ ქალაქის ინტერესებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ლანდშაფტის ზოლი 80-იანი წლებიდან არ განახლებულა და საჭიროა შეიქმნას კომისია, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს და ის მოწესრიგდეს. 

„ზოგადად რაც შეეხება, ლანდშაფტის ზოლს, რომელიც 80-იანი წლების შემდეგ არ განახლებულა, მგონია, რომ აუცილებელია, შეიქმნას შესაბამისი კომისია, რომ გადახედოს. იმიტომ, რომ დღეს გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა და მდგომარეობა, ეს ყველაფერი არის მოსაწესრიგებელი. ამაზე ჩვენ კულტურის სამინისტროსთან გვექნება კომუნიკაცია და აუცილებლად მოვაწესრიგებთ. ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ჩემი დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ბექას, მაგრამ იქ მშენებლობა ჩვენთვის არ არის მისაღები.“, - თქვა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, ბექა ოდიშარია არის კეთილსინდისიერი მფლობელი და ის არ უნდა დაზარალდეს, თუმცა ასევე ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ ადგილის შესანარჩუნებლად. 

„ბექა არის კეთილსინდისიერი მფლობელი ამ მიწის და, რა თქმა უნდა, არ უნდა დავაზარალოთ, როგორც სხვა შემთხვევებში მოხდა; იგივე იყო კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, რესტორან „ოტიუმის” წინ, სადაც გაცემული იყო არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება, იქაც უნდოდათ სასტუმროს პროექტის განხორციელება.  იგივე იყო ვაკის პარკში, თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ადგილები იყოს შენარჩუნებული.  ამიტომ, პირველ რიგში, გამოვდივართ ჩვენი ქალაქის, თბილისის ინტერესებიდან“, - თქვა კახა კალაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^